|

„ნოვა ტექნოლოჯი“ მუდმივად ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ კადრებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. მოძრავი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: არანორმირებული სამუშაო დღე ძირითადი მოთხოვნები : • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროგრამული IT სპეციალობით); • ნებისმიერი სახის ელექტრონულ-ტექნიკურ მოწყობილობებთან, მათ შორის სასურველია კომპიუტერთან პროგრამულ-ტექნიკური თვალსაზრისით, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; • სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება; • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; • მართვის მოწმობა; • საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია დაბალკუბატურიანი ძრავით) • თბილისის ქუჩების და მოძრაობის წესების კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები: • დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა და მოქნილობა; • დროის განაწილების უნარი; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური მუშაობის უნარი; • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; • კომუნიკაციის უნარი;
ძირითადი მოვალეობები: • სწრაფი გადახდის ტერმინალების („ფეიბოქსი“) შეკეთება და ტექნიკური უზრუნველყოფა ადგილზე მისვლით; • სათაო ოფისთან ურთიერთობა, სატელეფონო კავშირის დამყარება და უმნიშვნელო ხარვეზების ადგილზე აღმოფხვრა კონსულტაციების გზით; • ფეიბოქსის შემადგენელი დეტალების მოვლა, შეკეთება ან შეცვლა; • საჭიროებისამებრ ფეიბოქსში პროგრამის ინსტალაცია, კონფიგურაციის შეცვლა და ახალი პროგრამების ჩაწერა; • შესაბამისი მიღება-ჩაბარებების გაფორმება და სხვა მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა; • სხვა დავალებების ოპერატიულად და ეფექტურად შესრულება;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
2.სარეკლამო აგენტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ძირითადი მოთხოვნები : • უმაღლესი განათლება; • სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული თვისებები: • კომუნიკაციის უნარი; • პრეზენტაციის ჩატარების უნარი; • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; • დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები: • ყოველდღიური შეხვედრების დაგეგმარება; • ახალი კომპანიების მოძიება და მოზიდვა; • სხვადასხვა კომპანიებისთვის ნოვა ტექნოლოჯის სარეკლამო წყაროების გაცნობა; • კომპანიებისათვის მომსახურების პირობების განმარტება; • პრეზენტაციების ჩატარება;
ანაზღაურება: ფიქსირებული (მინიმალური) + ბონუსი
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|