| შერჩევის პროცესი |
|
|
|
განაცხადის ფორმა კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ტესტირება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამა თუ იმ კონკრეტულ ვაკანსიაზე არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაგიკავშირდებით და წინასწარ შეგატყობინებთ ტესტირებაზე მოსვლის თარიღს და დროს. ყველა აპლიკანტი წერს 30 წუთიან IQ ტესტს. თუ თქვენ დააგროვებთ გამსვლელ ქულას, გაივლით ტესტირების მეორე ტურს, რომელიც მოიცავს უცხო ენების ცოდნის დონის შემოწმებას. თუ რომელიმე კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო გახდება, შესაძლებელია დამატებით გაიაროთ პროფესიული ტესტირება. გასაუბრება ტესტირებაში ყველა ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, თქვენ გაივლით ინდივიდუალურ გასაუბრებას. შედეგები წარმატებულ კანდიდატებს ვუკავშირდებით ტესტირებიდან ან/გასაუბრებიდან ორი კვირის განმავლობაში. შერჩევის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამუშაო პირობებზე მოლაპარაკება მოხდება კომპანიის მენეჯმენტთან. სამსახურში აყვანის შემთხვევაში ყველა თანამშრომელი გაივლის გამოსაცდელ პერიოდს 1–დან 3 თვემდე. გისურვებთ წარმატებას! |






„ნოვა ტექნოლოჯი“ ისევე როგორც ყველა მზარდი და წარმატებული კომპანია, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების მუდმივ ძიებაშია. თუ თქვენ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებით:


