ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
მართვის ევროპული სკოლის (ESM-Tbilisi) ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ბატონმა ბიძინამ სამუშაო კარიერა დაიწყო „საქართველოს აგრო-ბიზნეს ბანკში“ საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. ამის შემდეგ ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ საბანკო სექტორში, ასევე ეკავა რა სხვადასხვა პოზიციები „ბანკ რესპუბლიკასა“ და „საქართველოს სახალხო ბანკში“. ამის შემდეგ ბატონმა ბიძინამ სწავლა გააგრძელა ცენტრალური ევროპის ბიზნეს-სკოლის (CEU Business School) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურაზე (MBA) და ასევე გაიარა მაგისტრატურის გაცვლითი პროგრამა იემ-ლიონში (EM-Lyon), საფრანგეთი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბატონი ბიძინა მუშაობდა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სათავო ოფისში მთავარი კორპორატიული ბანკირისა და საიუველირო კომპანია “ზარაფხანას” ფინანსური დირექტორის თანამდებობებზე; ასევე, იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორი სასწავლო და საქმიანი უნარ-ჩვევების კურსში. ბატონი ბიძინა „ნოვა ტექნოლოჯის“ გუნდს შეუერთდა 2010 წლის იანვრიდან.