Nova Technology
ქართულიEnglishРусский
მთავარი კომპანია ჩვენი განვითარება
ჩვენი განვითარება ბეჭდვა ელფოსტა

ჩვენი განვითარება2007 წელს, ახალგაზრდა კოლექტივი შეუდგა ბაზრის შესწავლას და მომენტალური ჩარიცხვების რეალიზაციის სფეროში პერსპექტიული მიმართულება დაგეგმა.

კომპანიამ სულ მოკლე ხანში შესძლო ქსელის განვითარება. ნოვას ამ დროისათვის მთელ საქართველოში აქვს სხვადასხვა ტიპის გადახდების 4,000-ზე მეტი წერტილი, ხოლო ყოველდღიური მომხმარებლების მუდმივად მზარდი რიცხვი ამჟამად შეადგენს 300,000-ს.

ჩვენი განვითარების პროცესი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით:

ქსელის ფიზიკური ზრდა:

დედაქალაქის გარდა, უკვე ფუნქციონირებს ჩვენი რეგიონალური წარმომდგენლობები აჭარა-გურიასა და იმერეთში. მომავალში დაგეგმილია წარმომადგენლობების ჩამოყალიბება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. რეგიონალურ წარმომადგენლობებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ სადილერო, სადისტრიბუციო და კორპორატიულ ქსელებს.

ქსელში გადახდების მომსახურების ასორტიმენტის გაფართოვება:

აქ იგულისხმება კომუნალური, საბანკო, სატელევიზიო, სატელეფონო, ინტერნეტ, საბანკო და სხვა ტიპის გადახდების ინტეგრაცია ჩვენს სისტემაში. სხვადასხვა სერვის-პროვაიდერების ასორტიმენტის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პირველ ეტაპზე ვამატებთ იმ მომსახურებებს, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენებში გამოირჩევა მაღალი მოთხოვნით.

 
News image

ავერსი

ნოვა ტექნოლოჯის კორპორატიულ ქსელს ...

ვრცლად
News image

საქართველოს რკინიგზა

რკინიგზის ბილეთების შეძენა უკვე PAYBOX-ით არის ...

ვრცლად
News image

დიდი ფასდაკლება!

ჩაერთე ნოვა ტექნოლოჯის ქსელში 25 ოქტომბრიდან ...

ვრცლად